|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თავისუფლების 100 წუთი" - დისკუსია ქუთაისში

გამარჯვების ოლქში ღონისძიება "თავისუფლების 100 წუთი" გაიმართა. ორგანიზატორების თქმით, ღონისძიება მიზნად ისახავდა პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილის აღნიშვნას, კლასიკური მუსიკის პოპულარიზებასა და ახალგაზრდების დისკუსიაში ჩართულობას. აღნიშნული ღონისძიება პროგრამის "აქტიური ახალგაზრდები ძლიერი თვითმმართველობის" ფარგლებში გაიმართა.

"ქალაქის კულტურული და ინტელექტუალური განვითარებისთვის საჭიროა მსგავსი აქტივობების განხორციელება. "თავისუფლების 100 წუთის" ორგანიზებით გვინდოდა, გამარჯვების ოლქის მცხოვრებლებისთვის საინტერესო საღამოს ორგანიზება. ყველაზე კარგი ამ პროცესში არის ის, რომ თავად პროგრამის ახალგაზრდები აორგანიზებენ აქტივობებს იმ უბნისთვის, სადაც ცხოვრობენ" - ამბობს ირაკლი შენგელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

ღონისძიების განმავლობაში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ მოხსენებები შემდეგ თემებზე: "პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კრიტიკული გააზრება", "თავისუფლება ლიტერატურაში", "ხელოვნება და წესები". ასევე, 100 წუთის მანძილზე გამარჯვების ოლქში მცხოვრებლებს შეეძლოთ მოესმინათ კლასიკუსი მუსიკისთვის და დაეთვალიერებინათ თემატური გამოფენა.

"პირველი რესპუბლიკის შექმნიდან გავიდა 100 წელი, შესაბამისად სიმბლურად აღნიშნული ღონისძიების სათაური აქედან გამომდინარეობს. ვფიქრობ, ასეთი აქტივობები მნიშვნელოვანია ახალგაზდებისთვის, რომ თუნდაც მიხვდნენ იმას, რომ თვითონ შეუძლიათ ბევრი რამის შეცვლა ამ ქალაქში" - ამბობს დავით ჟორჟოლიანი, პროგრამის "აქტიური ახალგაზრდები ძლიერი თვითმმართველობის" მონაწილე და ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი.

"თავისუფლების 1️00 წუთი" "აქტიური ახალგაზრდები ძლიერი თვითმმართველობის" პროგრამის მონაწილეების მიერ ორგანიზებული ციკლის ფარგლებში დაგეგმილი ბოლო ღონისძიებაა. პროგრამის ფარგლებში ჯამში 4 აქტივობაა დაიგეგმა, რომლებიც გამარჯვების ოლქში ჩატარდა. ციკლი ემსაუხრებოდა 4 მიზანს: "აღმოჩენისთვის", გამარჯვებისთვი, შემეცნებისთვის და თავისუფლებისთვის". აქვე შეგახსენებთ, რომ პროგრამა "აქტიური ახალგაზრდები-ძლიერი თვითმმართველობისთვის" საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი შენგელიას ინიციატივით ხორციელდება. მომავალში იგეგმება აღნიშნული პროგრამის ქუთაისის მასშტაბით გახორციელება.

ავტორი: ნიუპრესი