|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"უნდა დასრულდეს პერიოდი, როცა ერთ გზას უხარისხობის გამო 3-ჯერ უბრუნდებოდნენ"

ქუთაისში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რამდენიმე უბანში მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით,  მოასფალტების სამუშაოები უკვე დასრულდა თაბუკაშვილის მე-2, მე-4 და მე-6 შესახვევში.

2 დღეში გზის საფარის მოწესრიგება დასრულდება მე-8 შესახვევშიც. აღნიშნულ მონაკვეთებზე, არამხოლოდ გზის საფარი, სანიაღვრე ქსელიც სრულად მოწესრიგდა და მოეწყო. სამუშაოები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

,,თაბუკაშვილის ქუჩის რამდენიმე შესახვევის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ სანიაღვრე ქსელი და მისი ხარისხიანობაც. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ყველა გზა, რომელიც მოწესრიგდება, სათანადოდ გამართული იყოს და რაიმე ხარვეზი არ ჰქონდეს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ის პერიოდი, როცა ერთ გზას უხარისხობის გამო 3-ჯერ უბრუნდებოდნენ და ბიუჯეტიდან ზედმეტი თანხები იხარჯებოდა,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

ავტორი: ნიუპრესი