ვანის მუნიციპალიტეტში საახალწლოდ 64 400 ლარის პრემია გაიცა
საახალწლოდ პრემია გაიცა ვანის მუნიციპალიტეტშიც. შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტმა 64 400 ლარი გასცა.
პრემია მუნიციპალიტეტში დასაქმებულ თანამშრომლებსა და საჯარო მოხელეებზე გადანაწილდა.
პრემიის სახით ვანის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა 1 325 ლარი მიიღო. მერის პირველმა მოადგილემ 810 ლარი მიიღო.
1325 ლარი აიღო საკრებულოს თავმჯომარემ, მისმა მოადგილემ კი - 810 მიიღო.
ვანის მუნიციპალიტეტის მიერ 2017 წლის აპრილის თვეში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაცემულმა პრემიამ
25 500 ლარი შეადგინა. ჯამში, მუნიციპალიტეტში 2017 წელს პრემიაზე 89 900 ლარი გაიცა.
2017 წლის განმავლობაში მერიაში სახელფასო დანამატი არ გაცემულა.
"ნიუპრესი" აგრძელებს იმერეთის მუნიციპალიტეტებში გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას.
მსგავსი:
ქუთაისის მერიაში საახალწლოდ 54 937 ლარის პრემია გაიცა
სამტრედიის მერიასა და საკრებულოში საახალწლოდ 93 216 ლარის პრემია გაიცა
ხარაგაულის მერიაში საახალწლოდ 13 000 ლარის პრემია გაიცა
საახალწლოდ იმერეთის გუბერნიამ 11 570 ლარის დანამატი გასცა
წყალტუბოში საახალწლოდ 130 100 ლარის პრემია გაიცა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი