ხელისუფლების წარმომადგენლები ვანში მოსახლეობის პრობლემებს გაეცნენ
იმერეთის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა პრობლემებს გაეცნენ.
იმერეთის გუბერნიის ინფორმაციით, უხუთის, საპრასიისა და ქვედა და ზედა გორას მაცხოვრებლებმა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე ყველა ის საკითხი დასვეს, რომლის დროულად მოგვარება მათთვის მნიშვნელოვანია. ღია დიალოგის რეჟიმში შეხვედრებისას მოქალაქეებმა ის პრიორიტეტები დაასახელეს, რომლებიც მათი სოფლების განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.
თავის მხრივ კი ხელისუფლება გეგმავს, მოსახლეობის წინადადებები გაითვალისწინოს და მომავალი წლის ბიუჯეტში ასახოს. შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, შეიქმნება ისეთი პროგრამები, რომლებიც მოქალაქეების საჭიროებების სისტემურ მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული. ცენტრალური ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მომავალი წლის ბიუჯეტის სწორად და ყველა მიმართულებით დაგეგმარება, სადაც გათვალისწინებული იქნება მოსახლეობის ინტერესები და საჭიროებები.
შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, პარლამენტის წევრი მამუკა მდინარაძე, ვანისა და ხონის მაჟორიტარმა დეპუტატი გივი ჭიჭინაძეი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოქალაეებთან ღია დიალოგის რეჟიმში შეხვედრები გრძელდება. იმერეთის რეგიონში მსგავსი შეხვედრები უახლოეს პერიოდში ტყიბულსა და ბაღდათში გაიმართება.
ავტორი: ნიუპრესი