|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხელშეკრულება შეჩერებულმა მეიჯარემ ტერიტორია თურქ ინვესტორზე გაასხვისა?

"ჩვენ არ მოგვითხოვია "ფლამინგოს" გადატანა და არაფერ შუაში ვართ ამ საკითხთან",-განაცხადა "კინო საქართველოს" წარმომადგენელმა კახა ჭუმბურიძემ "ნიუპრესთან" საუბარში.  როგორც ის განმარტავს, კაფეს გადატანა მათ არ მოუთხოვიათ და არ იციან,  რა ხდება ამ მხრივ.  

კახა ჭუმბურიძის განცხადებით, მათ მხოლოდ პარკირებისთვის მოითხოვეს ადგილი.

"არის კაფე და იყოს, რატომ უნდა დაცალოს ტერიტორია, ვინ ედავება? თუ ვინმეს პრეტენზია აქვს, ჩვენ რა შუაში ვართ? ჩვენი  მოთხოვნა არასოდეს ყოფილა "ფლამინგოს" მიერ  ტერიტორიის დატოვება. ის  არის ცალკე იურიდიული პირი და ჩვენ ვერ შევედავებით. ჩვენ ვითხოვთ ადგილს პარკირებისთვის", - აცხადებს კახა ჭუმბურიძე.

ჭუმბურიძე ირწმუნება, რომ მათ პარკირებისათვის კონკრეტული ადგილი არ მოუთხოვიათ და არც ულტიმატუმებით უსაუბრია თვითმმართველობასთან: "პარკირების პრობლემა არსებობს, მაგრამ არ მოგვითხოვია კონკრეტული ადგილი. თუ გამოგვიყოფენ, კარგი იქნება, თუ არა,

გასულ თვეს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატების დაპირისპირების მიზეზი სწორედ "კინო საქართველოს" მოთხოვნა გახდა. როგორც ქუთაისის მერმა შოთას მურღულიამ განმარტა, "ფლამინგოს" ტერიტორია "კინო საქართველოს" წარმომადგენლებმა პარკირებისთვის მოითხოვეს და ვიდრე არ მიიღებდნენ ადგილს, კინოთეატრები ვერ გაიხსნებოდა. მისივე განცხადებით, ინვესტორს, რომელსაც 10 მილიონი აქვს ადებული, ქალაქში ხელი უნდა შეუწყონ.

ამავდროულად,  ულტიმატუმების გამო კინოს წარმომადგენლობა დაადანაშაულა საკრებულოს დეპუტატმა კახაბერ დვალიშვილმა და განცხადა, რომ მათ ისედაც ბევრი დაუთმეს.

რაც შეეხება კაფეს, ის ადგილზე ამ დრომდე მუშაობს, თუმცა ახალი ხელმძღვანელობით. კაფეში ინვესტიცია უკვე ჩადო თურქმა ინვესტორმა და გეგმებზეც ისაუბრა, მისი თქმით, ტერიტორიაზე კარგი კაფეს მოწყობას გეგმავს, ასევე აცხადებს, რომ მოსამზადებელ პერიოდში გარკვეული პრობლემები შეექმნა.

პრობოლემები იმაში მდგომარეობს, რომ ტერიტორაის, სადაც თურქმა ბიზნესმენმა  სოლიდური ინვესტიცია განახორციელა, სადავო ტერიტორიად ითვლებოდა. კაფე "ფლამინგოს" ხელმძღვანელს კახა მეფარიშვილს ტერიტორიის დატოვება მერიის მოთხოვნით მოუხდა, მიზეზი ხელშეკრულების ვადის გასვლა გახდა.  კახა მეფარიშვილმა, რომელსაც ხელშეკრულების გაგრძელებაზე მერიასთან სასამართლო დავა ჰქონდა,  მერიის მიერ შეთავაზებული წინადადება მიიღო, ბუხაიძეზე გადავიდა, თუმცა ხელშეკრულება შეწყვეტილი ობიექტი იჯარით მაინც  გასცა.

"მე მივიღე მერიის მიერ შეთავაზებული ადგილი და გადავდივარ. რაც შეეხება თურქ ინვესტორს, მას ტერიტორია მე მივეცი იჯარით.  იცოდა, რომ სასამართლო დავა  პრობლემები იყო, მაგრამ აპირებს იმუშაოს", -აცხადებს მეფარიშვილი.  მისი განცხადებით, ახალ მეპატრონეს  ტერიტორიის დატოვება მაინც  მოუხდება, ის მათან ერთად გადავა ახალ ადგილზე.

შეგახსენებთ, ქუთაისის მერიაში ადგილზე კაფეს მშენებლობას კატეგორიულად გამორიცხავდენ  და აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე პარკირება უნდა  მოეწყოს. ამასთანავე მერიაში აღნიშნავდნენ, რომ 2018 წელს თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება და ამ ადგილზე კაფე არსებული სახით ვერ დარჩება. 

მსგავსი:

ქუთაისში, სადავო ტერიტორიაზე ახალი ინვესტორი გამოჩნდა

"ქალაქის ხელმძღვანელობა მაიძულებს ადგილის დატოვებას"-"ფლამინგო'" ბუხაიძეზე გადადის

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა