|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას?

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, "ქართულ ოცნებას" ხმას გამოკითხულთა 16% მისცემდა, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" 10%.
კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 35% აცხადებს, რომ ჯერ არ იცის. კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა გამოკითხულთა 15%-მა. 7% კი აცხადებს, რომ ხმას "თავისუფალ დემოკრატებს" მისცემდა.
ასევე კვლევის თანახმად, კითხვაზე - "ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას", გამოკითხულთა 64% აცხადებს, რომ მონაწილეობას მიიღებდა.
კითხვაზე, "ხვალ რომ არჩევნები იყოს რომელი პარტია გაიმარჯვებდა", გამოკითხულთა 33% აცხადებს, რომ "ქართული ოცნება", 9% აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა", ხოლო 5% "თავისუფალ დემოკრატებს" ასახელებს.
ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის კითხვაზე, რომელ პარტიას არასოდეს მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 21% "ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს, ხოლო 16% "ქართულ ოცნებას", 25-%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 18%-ის თანახმად, "ქართული ოცნება" მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტიაა, 14%–თვის ასეთი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა", 9%-თვის კი - "ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატები". იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ამბობენ, რომ არცერთი პარტია არ დგას მათ შეხედულებებთან ახლოს, აგვისტოს გამოკითხვის შემდეგ, 42%-დან 30%- მდე შემცირდა.
 
 
 


 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა