ბაღების ყოფილი თანამშრომელი დეპუტატს პოლიტიკურ ნიშნით დევნაში ადანაშაულებს
ქუთაისის ბაგა–ბაღების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი მის პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. ქეთი დეისაძე სოციალურ ქსელში იმ პოსტებს აქვეყნებს, რომლებსაც სხვადასხვა სტატუსის მქონე ადამიანები მასზე წერდნენ. ერთ–ერთი საკრებულოს "რესპუბლიკელი" მაჟორიტარი დეპუტატი ნატო ქათამაძეა, რომელიც აცხადებს, რომ თევდორაძის მეგობარი, ამ დრომდე ბაღებში მუშაობს.
"როდესაც ვამბობდი, რომ პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლეს, სწორედ ამას ვგულისხმობდი, რომ ვერაფერი მომიძებნეს, დოკუმენტალურად ვერცერთი დარღვევა ვერ იპოვეს, რეორგანიზაცის სახელით თავიდან მომიშორეს. არადა, რეალურად შტატების შემცირება არაფერ შუაში იყო და მე პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლეს, რადგან ჩემი პოზიცია დავაფიქსირე ჩემს უბანში მომხდარი ძარცვის გამო, რასაც გამოეხმაურენ საკრებულოს დეპუტატი და ასევე "ქართული ოცნების" წევრი, რომლებმაც შეურაცხყოფა თევდორაძესთან მეგობრობის გამო მომაყენეს, ეს ყველაფერი სამი წელი გრძელდებოდა და ამ მდგომარეობაში ვმუშაობდი",–განაცხადა დეისაძემ.
შეგახსნებთ, რომ 17 მაისს ბაღებში რეორგანიზაცია დასრულდა, რის გამოც სამი შტატი შემცირდა, მათ შორის პრესსამსახურის. დავა სასამართლოში გაგრძელდება.
ქეთი დეისაძის ბრალდებას ნატო ქათამაძე პასუხობს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი