,,აქტიურად დავიწყეთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება"-გიორგი ჭიღვარია
ქუთაისის მასშტაბით ქუჩებზე გზის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს გუნავა-ბელიაშვილის, ლესელიძის მეორე შესახვევის,თაბუკაშვილის მე-2 და მე-4 და ახალგაზრდობის გამზირის მე6, მე-7 შესახვევებსში და სხვა ქუჩებზე.
სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ქუთაისის მერი. გიორგი ჭიღვარიამ ქალაქის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა, საკრებულოს დეპუტატებთან და ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად. ქუთაისის მერის განცხადებით, ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს ყველა იმ მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელიც განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში იყო და მოსახლეობა წინასაარჩევნოდ მის მოწესრიგებას ითხოვდა.
,,ჩვენ აქტიურად დავიწყეთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ეტაპობრივად შევალთ ყველა ქუჩაზე, რომელიც დაზიანებულია და მოსახლოებას გადაადგილება უჭირს. მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად დასრულდეს სამუშაოები და ეს ყველაფერი მაქსიმალურად გაკონტროლდება,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
ავტორი: ნიუპრესი