Covid 19-ის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით ქუთაისში სხვადასხვა აქტივობა ეწყობა
პანდემიასთან ბრძოლის გამო ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ქუთაისში პერმანენტულად ტარდება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რათა მოქალაქეები მაქსიმალურად იყვნენ ინფორმირებულები და დაცულები.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას „წითელი ჯვრის“ ორგანიზაციამ საგანგებოდ მომზადებული საინფორმაციო ბუკლეტები გადასცა. ბუკლეტებში მოცემულია ყველა ის მთავარი რეკომენდაცია, რომელიც პანდემიის პირობებში უნდა გაითვალისწინოს თითოეულმა მოქალაქემ.
ბუკლეტებს, ტერიტორიული მართვის ორგანოების ხელმძღვანელები, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, მოსახლეობაში არიგებენ.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა