პროექტი „ქუთაისი, ეს მუშაობს“ დასრულდა
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი „ქუთაისი, ეს მუშაობს“ დასრულდა. პროექტი 2014 -2016 წლებში მიმდინარეობდა. ის ქუთაისის მერიის ინიციატივით, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად (LDA GEORGIA“ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო”, KEDEC “ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი“; LDDC „ლიბერალური დემოკრატიის განვითარების ცენტრი“) განხორციელდა.
პროექტის ძირითად მიზანს გაუმჯობესებული მთავრობა და საზოგადო ფინანსური მმართველობის მხარდაჭერა წარმოადგენდა.
პროექტის ფარგლებში შექმნილი მრჩეველთა საბჭო ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, მუშაობას გააგრძელებს. „ეს ჯგუფი მერთან იმუშავებს, რათა განსაზღვროს და გაასაჯაროოს რეკომენდაციები, ბიუჯეტი და მისი ხარჯვა, ასევე უზრუნველყოს შესაბამისი სისტემის შექმნა, რომელსაც ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოება განახორციელებს და გაუწევს მონიტორინგს.“
ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში კაიდო სირელი, ქუთაისის მერს შოთა მურღულიას, საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დვალს და თავმჯდომარის მოადგილეს ბექა ყანჩელს შეხვდა. ისაუბრეს ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, იმსჯელეს, რა მიმართულებითაა ქალაქში პროექტების დაფინანსება მნიშვნელოვანი. ასევე, განიხილეს ტრანსპორტის სფეროში არსებული საკითხები.
ავტორი: ნიუპრესი