განჯის ქუჩაზე 396 000 ლარის ღირებულების ქვაფენილი იგება
ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ დაათვალიერა. ქალაქის მერი იმყოფებოდა ასევე განჯის ქუჩაზე, სადაც წლების განმავლობაში მოსახლეობას გზის პრობლემა აწუხებდა.
განჯის ქუჩაზე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,არადანი " ასრულებს. ქუჩაზე 6800 კვ.მ ქვაფენილი იგება, რომლის ღირებულება 396 000 ლარია. პროექტის 65%-ს რეგიონული განვითარების ფონდი, ხოლო 35%-ს ქუთაისის მერია აფინანსებს. აღნიშნულ ქუჩაზე გასულ წელს მოეწყო სანიაღვრე სისტემა.
,,რადგან წლის ბოლოს უნდა დაიწყოს კანალიზაციის პროექტი ჩვენ მაქსიმალურად შევიკავეთ ცენტრალური გზების კაპიტალური რემონტისგან თავი და ვცდილობთ, ორმოულით შევაკეთოთ. თუმცა ის თანხა, რომელიც ყოველწლიურად ქუთაისს ინფრასტრუქტურისთვის ეკუთვნის, სხვა ტიპის პრობლემებისთვის ვიყენებთ. ეს არის შიდა გზები, სკვერები, ბაღები და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ასეთია განჯის ქუჩა, რომელიც ძალიან დიდია თავისი ჩიხებით. ტემპში და ხარისხიანად მიმდინარეობს სამუშაოები. ეს იყო ათწლეულების მოუგვარებელი პრობლემა", -აღნიშნა შოთა მურღულიამ
ავტორი: ნიუპრესი