|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბანში იმუნიზაციის აუცილებლობისა და 200 ლარიანი დანამატის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სოფელ კაპანახჩში იმუნიზაციის აუცილებლობისა და მთავრობის მიერ ინიცირებული 200 ლარიანი დანამატის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
 
ადგილობრივ მოსახლეობას, ვაქცინაციის აუცილებლობისა და აცრის შემთხვევაში წამახალისებელი ფულადი დანამატის შესახებ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
 
შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივებს შესაბამისი თემატიკის აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი საინფორმაციო ბროშურები გადაეცა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა