გარდაბნის ახალგაზრდებს COVID-19-ის პრევენციულ ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს
გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდი“ გარდაბანში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა და COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ არსებულ პრევენციულ ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
პროექტის ფარგლებში 23 მუნიციპალიტეტში მათ შორის გარდაბანში, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: ჰიგიენა, უსაფრთხო წყალი და სანიტარია.
შეხვედრას ახალგაზრდებთან ერთად მერის მოადგილე დუნიამალ გაჯიევი ესწრებოდა.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს პირველადი ჰიგიენის დაცვის სასაჩუქრე ნაკრები გადაეცათ.
[R]
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა

%20(1).jpg)

17:22
16:31
14:20
12:16
15:13
















