|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბანში სახალხო დღესასწაული „ნოვრუზ ბაირამი“ აღინიშნა

19 მარტს, გარდაბნის ცენტრალურ პარკში “ნოვრუზ ბაირამისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა  “ქოსა-ქეჩალის” თეატრალური პერფორმანსი, მოეწყო საგამოფენო სივრცეები, გასტრონომიული ზონა,  გასართობი შოუ-პროგრამა პატარებისთვის და ჩემპიონატი ნარდსა და შაშში.

„განახლების, ახალი საწყისის და იმედის დღესასწაულს - „ნოვრუზ ბაირამს“ ვულოცავ ჩვენს აზერბაიჯანელ ძმებს, ჩვენს თანამოქალაქეებს. ჩვენი მუნიციპალიტეტი სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენლების ერთიანი თანაცხოვრების საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. ჩვენ ჭირშიც და ლხინშიც ერთად მოვდივართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ერთიანობა მომავალშიც შენარჩუნდეს“ - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი.

„ნოვრუზ ბაირამის“ დღესასწაულს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური,  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, პარლამენტის წევრი სავალან მირზოევი,  რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, მარნეულისა და გარდაბნის ცხრა თემის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომელთა მონაწილეობითაც სიმბოლურად კოცონის ანთების ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიება ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების, სამუსიკო სკოლებისა და აფიკ ნოვრუზოვის კონცერტით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში „ნოვრუზ ბაირამი“ საერთო სახალხო დღესასწაულის სახით 2010 წლიდან აღინიშნება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა