გარდაბანში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭომ 6-თვიანი სამუშაო გეგმა დაამტკიცა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭომ 6-თვიანი სამუშაო გეგმა დაამტკიცა.
ბენეფიციარების უფლებების დაცვა, მათი რესოციალიზაცია და ხელშეწყობა, ადაპტირებული ინფრასტრუქტურის შექმნა, ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალი, რაც 6 თვიანი გეგმის ფარგლებში საბჭომ განიხილა და ერთხმად დაამტკიცა.
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, ყოველთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ცდილობს იმ მოქალაქეთა საჭიროებებზე ზრუნვას, ვისთვისაც ჩვენი თანადგომა უმნიშვნელოვანესია. ჩვენთვის, მთავარი გამოწვევა თითოეული ბენეფიციარისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნაა, რაზეც მერიის შესაბამისი სამსახურები ინტენსიურად მუშაობენ“- დავით კარგარეთელი
ცნობისთვის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო 2018 წელს ჩამოყალიბდა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა