გარდაბანში ხუთი სოფლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები მიმდინარეობს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების - ნორიოს, ვაზიანის, მარტყოფის, ახალსამგორისა და ახალსოფელის წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი ხორციელდება
,,გარდაბნის ხუთ სოფლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის მიმდინარეობს საკმაოდ მასშტაბური პროექტი. მშენებლობები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაკვეთით ხორციელდება. ეს პროექტი გაყოფილია სამ ფაზად, პირველი ფაზა უკვე დავასრულეთ, დასრულების ეტაპზეა მეორე ფაზა. ძალიან მალე კი დაიწყება სამუშაოების მესამე ეტაპი, რომლის დასრულების შედეგად, 30 ათასი ადამიანი, მიიღებს უწყვეტ, ხარისხიან წყალმომარაგებას’’- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა მიმდინარე სამუშაოების გაცნობის შემდეგ.
მესამე ეტაპის სამუშაოები ითვალისწინებს შიდა სასოფლო ქსელებისა და ახალი წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობას
პროექტის დასრულების შემდეგ აღნიშნული სოფლები ათეული წლების შემდეგ პირველად შეძლებენ 24 საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობას.
[R]
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა