გარდაბანში ძიუდოს ახლადრეაბილიტირებული დარბაზი გაიხსნა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა, ცნობილი ძიუდოისტის, ჯიბილო ნიჟარაძის სახელობის სპორტული დარბაზი დაათვალიერეს და ახალგაზრდა სპორტსმენებისგან მათი საჭიროებების შესახებ მოისმინეს.
დარბაზში ამ ეტაპზე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის, 25 დამწყები სპორტსმენი ვარჯიშობს.
ჯანსაღი ცხოვრების წესის, ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით სპორტულ დარბაზში ძიუდოს სწავლება უფასოა.
ცნობისთვის, სპორტული დარბაზის რეაბილიტაციისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 97 000 ლარი გამოიყო, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა, მოწესრიგდა გასახდელები და მოეწყო სველი წერტილები.
ავტორი: ნიუპრესი