გარდაბანში ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროექტი იწყება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის, დავით კარგარეთელის გადაწყვეტილებით, გარდაბანში ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროექტი იწყება.
დღეს, პროექტთან დაკავშირებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, მერის მოადგილეები - რამაზ ბუდაღაშვილი, ფუად მირზოევი და ლევან ხმალაძე შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
სამუშაო შეხვედრისას გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟისა და ახალი ელექტრონული ლიფტების მონტაჟის პროექტით გათვალისწინებული პროცედურები, სამუშაოების ხარისხი და ვადები განიხილეს.
"სულ მალე, გარდაბანში მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყება, რომელიც გულისხმობს ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლებას.
ჩვენ გვინდა მუნიციპალიტეტში გვქონდეს ისეთი ლიფტები, რომლებიც უსაფრთხო იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის. ამისთვის კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 050 000 ლარი გამოიყო" - გარდაბნის მუნიციპალიტეტიას მერი, დავით კარგარეთელი.
შეხვედრის შემდეგ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა ლევან ხმალაძემ, ფუად მირზოევმა, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა გოჩა ახალკაციშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა ონიანმა და კომპანიის წარმომადგენელმა, ქალაქ გარდაბანში და კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების ლიფტების მდგომარეობა ადგილზე შეაფასეს და პარალელურად, მოსახლეობასთან პროექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა