გარდაბანში ფინანსისტთა ასოციაციის სწავლება-ტრენინგი ჩატარდა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებისთვის „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის“ მიერ სწავლება-ტრენინგი ჩატარდა.
სწავლების ფარგლებში კონკრეტული მიმართულების, აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს საჯარო მოხელეებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ პროგრამული ბიუჯეტისა და სოციალური დახმარების შესახებ.
საბიუჯეტო პროცესზე თვითმმართველობებში, საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციაზე, სოციალურ უზრუნველყოფაზე, ოჯახებისა და ბავშვების სოციალურ დაცვაზე, პროგრამული ბიუჯეტირების კონცეფციაზე და სხვა მიმართულებებზე მსმენელებს ინფორმაცია, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის თავმჯდომარე- დავით ხოსრუაშვილმა მიაწოდა.
სწავლების ფარგლებში გაიმართა დისკუსია, საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 22 მოქმედი სოციალური პროგრამა მოწინავე ადგილს იკავებს.
სწავლებების შემდგომი ეტაპი მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის , ეკონომიკური განვითარების და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურისა და ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომლებისთვის იგეგმება.
ავტორი: ნიუპრესი