|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვერდა გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვერდა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობისა და სოციალურ პროგრამებში შეტანილი ცვლილებები განიხილეს.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების მიერ „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ პრეზენტაციას.
მონაწილეები გაეცნენ პროგრამით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ და სამართლებრივ პროცედურებს, „ბავშვთა უფლებათა კოდექსითა“ და საქართველოს კანონით „სოციალური მუშაობის შესახებ“ მუნიციპალიტეტის ვალდებულებებს, სოციალური მუშაკის ქსელზე დაფუძნებულ სოციალური მუშაობის არსსა და პრევენციის მნიშვნელობას.

ავტორი: ნიუპრესი