გარდაბნის მერია „წითელი ჯვართან“ ერთად 300 ოჯახს დაეხმარა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ, ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ ორგანიზებით მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მოწყვლადი კატეგორიის სურსათი და ჰიგიენური საშუალებები გადასცა.
„წითელი ჯვრის“ ამანათები 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოხუცებს, მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ბენეფიციარებს გადაეცა. პანდემიის პირობებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად მუნიციპალიტეტის მასშტაბით „წითელი ჯვრის“ მიერ არაერთი სოციალური აქტივობა განხორციელდა.
სოციალურ აქტივობაში "წითელი ჯვრის" წარმომადგენლებთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოს წარმომადგენლები ჩაერთვნენ.
ავტორი: ნიუპრესი