|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის მუნიციპალიტეში, სამ ლოკაციაზე კომპლექსური რეკრეაციული სივრცე ეწყობა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სამ ლოკაციაზე კომპლექსური რეკრეაციული სივრცე ეწყობა.
მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით, სოფელ ნორიოში სპორტული ტრენაჟორების მოწყობასთან ერთად, დასასვენებელი სივრცე და საბავშვო ატრაქციონები ეწყობა.
 
მიმდინარე სამშენებლო პროცესს, ადგილზე მონიტორინგის მიზნით მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, საკრებულოს დეპუტატთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
 
სამშენებლო სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გიკო“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ასრულებს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა