|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ პარკში სახალხო დღესასწაული “გარდაბნობა 2022” გაიმართა

4 ოქტომბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ პარკში, სახალხო დღესასწაულიგარდაბნობა 2022” გაიმართა

 

გარდაბნობის სახალხო დღესასწაულის 30 წლის იუბილე სადღესასწაულო ღონისძიებით აღინიშნა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერთნ, დავით კარგარეთელთან და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან ერათად დაესწრო.

 

ღონისძიების ფარგლებში, კულტურისა და დასვენების  პარკში მოეწყო საგამოფენო სივრცეები და გასტრონომიული ზონა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ და დასწრებოდნენ  სხვადასხვა კულტურულ თუ შემეცნებით ღონისძიებას.

 

კონცერტი საზეიმოდ ფოლკლორული ანსამბლ "ბეთანიასმიერ შესრულებული ,,მრავალჟამიერითგაიხსნა. მაყურებლის წინაშე  ადგილობრივი ანსამბლები ქართული და აზერბაიჯანული ხალხური, ტრადიციული მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა: ,,დღეს, ორწლიანი პაუზის შემდეგ, ჩვენი მუნიციპალიტეტის მთავარ დღესასწაულს  „გარდაბნობასაღვნიშნავთ. დღე, რომელიც ყველას ასე ძალიან გვიყვარს და გვაბედნიერებს. ვისურვებდი, რომ ეს განწყობა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში იქნეს ასახული

 

განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ იმ ადამიანების ღვაწლსა და დამსახურებებს, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. განსაკუთრებული მადლობას მინდა გადავუხადო დასაპატიო გარდაბნელისწოდება მივანიჭო ჩვენს ღირსეულ  მოქალაქეებს.

 

გარდაბნის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვების ცერემონიალზესპეციალური სიგელები და სიმბოლური საჩუქრები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა  გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, მიხეილ გედეხაურმა და პარლამენტის წევრებმა - ირაკლი შატაკიშვილმა, ზაურ დარგალმა და სავალან მირზოევმა გადასცეს.

 

 

ავტორი: ნიუპრესი