გარდაბნის მუნიციპალიტეტის „ჯეო-ჰოსპიტალში“ მასობრივი ვაქცინაცია ჩატარდა
3 აგვისტოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის „ჯეო-ჰოსპიტალში“ კოვიდ 19-ის მასობრივი ვაქცინაცია ჩატარდა.
ვაქცინაციის პროცესში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩაერთნენ, მათ შორის პედაგოგეგბი და საჯარო მოხელეები. დღეს, იმუნიზაციის პროცესში დამატებით 250-ზე მეტი პირი ჩაერთო.
ამ დრომდე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის „ჯეო-ჰოსპიტალში“ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო, ჯანმოს მიერ აკრედიტებული სხვდასხვა ვაქცინით 2000-ზე მეტი პირი უკვე ვაქცინირებულია, მათ შორის ორივე დოზით.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროს მჭიდრო კოორდინაციით იმუნიზაციის მსურველებს საშუალება აქვთ სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციით, ოთხი ვაქცინით უზრუნველყოფის „ფაიზერი“, „ასტრა-ზენეკა“, „სინოფარმი“, „სინოვაკი“.
ვაქცინაციის პროცესი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.
ავტორი: ნიუპრესი