გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი თურქეთის ელჩს შეხვდა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, მოადგილე-დუანიამალ გაჯიევთან ერთად, თურქეთის ელჩს საქართველოში ფატმა სერენ იაზგანს და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო TIKA-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისის წარმომადგენლობას შეხვდა.
მხარეებმა ორმხრივ სამომავლო გეგმებზე და მუნიციპალიტეტში პანდეემის პირობებში გატარებულ საქმიანობებზე ისაუბრეს.
დღესვე, თურქეთის მხარემ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას, მოწყვლადი კატეგორიის დახმარების მიზნით 100 ცალი სასურსათო და ჰიგიენური საშუალებების პაკეტი გადასცა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა