|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი წყალმომარაგების სისტემის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, პირველ მოადგილესთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, სოფელ ახალ სამგორის, წყალმომარაგების სისტემის აღდგენით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. 
 
“სასმელ წყალზე შეზღუდვა მაგისტრალური მილსადენის დაზიანებამ გამოიწვია. ამ დრომდე, გაერთიანებული წყლის კომპანია აღდგენით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს. მათივე ცნობით, მოსახლეობა სასმელ წყალს ხვალ დღის მეორე ნახევრიდან, ეტაპობრივად მიიღებს. ვიმედოვნებ, პრობლემა დროულად აღმოიფხვრება” - განაცხადა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელი
 
რთული რელიეფური მდებარეობის გამო, დაზიანებული სასმელი წყლის მილის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობდა, აღნიშნულის გათვალისწინებით სოფლის მოსახლეობას რამდენიმე დღეა სასმელ წყალი არ მიეწოდება.

ავტორი: niupresi