|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის დავით კარგარეთელის ინიციატივა

მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული სტუდენტების უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის და მოტივაციის ამაღლების მიზნით სტუდენტებისთვის, მატერიალური დახმარების მუნიციპალური პროგრამა ამოქმედდა.

პროგრამა გულისხმობს 25 წლამდე, მაღალი აკადემიური მოსწრების (მთლიანი სარეიტინგო 90 ქულიდან 100 ქულის ჩათვლით) მქონე სტუდენტების სწავლის სემესტრული თანხის თანადაფინანსებას.

სტუდენტი შესაძლებელია წელიწადში ორჯერ დაფინანსდეს.

„ჩვენთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს განათლება, ახალგაზრდობის და სტუდენტების მხარდაჭერა სწორედ ამიტომ იანვრიდან ამოქმედდა ახალი სოციალური პროგრამა წარმატებული სტუდენტებისთვის, რომელიც გულისხმობს სწავლის სემესტრული თანხის თანადაფინანსებას. ეს არ არის მხოლოდ ფინანსური წახალისება, ეს არის დამატებითი მოტივაცია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდობისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის ეტაპობრივად ვგეგმავთ ფინანსური წახალისების მოცულობის ზრდას. გარდა ამისა, გვექნება არაერთი საინტერესო ინიციატივა ახალგაზრდებისთვის.’’განაცხადა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა.

გარდა ამისა მუნიციპალიტეტში სტუდენტებისთვის მოქმედებს სპეციალური პროგრამა, რაც გულისხმობს გარკვეული კატეგორიის სტუდენტების ფინანსურ ხელშეწყობას ყოველთვიურად.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა