|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნაზარლოში შიდა გზების რეაბილიტაცია დასრულდა [R]

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნაზარლოში შიდა გზების რეაბილიტაცია დასრულდა.

მონიტორინგის მიზნით შესრულებული სამუშაოების ხარისხს,  ადგილზე მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გაგუა, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობას დადებითად აფასებს ადგილობრივი მოსახლეობა, მათი თქმით მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა წლების მანძილზე მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნიდა, ამიერიდან კი მათ კეთილმოწყობილ ქუჩებზე შეეძლებათ გადაადგილება.

სამშენებლო სამუშაობის ღირებულება 515 000 ლარს შეადგენს, სამუშაოები შპს „გზა“-მ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში შეასრულა.

პროექტი, რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა