|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სააკაძეში თანამედროვე სტანდარტების საბავშო ბაღი გაიხსნა

დღეს, 15 სექტემბერს სასწავლო პროცესი განახლდა სკოლამდელ სააღმრზდელო დაწესებულებებშიც. 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სააკაძეში, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშო ბაღი გაიხსნა.

გახსნის ცერემონიალს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი, ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ხელმძღვანელი, გოჩა ახალკაციშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მერმა საბავშვო ბაღის პედაგოგებსა და აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა: 

„სააღმღზრდელო დაწესებულებებში სასწავლო წლის დაწყება ჩვენთვის განსაკუთრებულ დღეს წარმოადგენს, ამ დღეს თანს სდევს უდიდესი ენერგიის მობილიზება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აღსაზრდელებისათვის მხიარული და მზრუნველი გარემოს შექმნა.

ვულოცავთ, საბავშვო ბაღის თანამშრომლებს, აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს. განსაკუთრებით იმ პატარებს, ვინც დღეს პირველად შეაღებს საბავშვო ბაღის კარებს. გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და თქვენი აღზრდა-განათლება, სწორედ რომ საბავშვო ბაღიდან იწყება და უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის  განვითარებისათვის”.

სოფელ სააკაძეში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი და მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 667 000 ლარი დაიხარჯა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა