|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესს და შესრულებული სამუშაოების ხარისხს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, დარგის კურატორი-პირველი მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი ადგილზე გაეცნენ.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით საგზაო ინფრასტრუქტურა ისეთ სოფლებში ეწყობა, სადაც ამ დრომდე შიდა გზები საერთოდ არ არსებობდა. სოფელ კალინინოში,ნაზარლოში, კრწანისში, ყარაჯალარში და აღთაკლიაში გზების მშენებლობა რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება, ხოლო სოფელ ქესალოში გზების სამშენებლო სამუშაოები რეგინალური განვითრების ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნულ სამუშაოებზე 3 მილიონ, 611 ათასი ლარი იხარჯება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა