გარდაბნის მუნიციპალიტეტში ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროექტი დასრულდა
კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟისა და ახალი ელექტრონული ლიფტების მონტაჟის სამუშაოები დასრულდა.
შესრულებულ სამუშაოებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, მერის პირველი მოადგილე რამაზ ბუდაღაშვილი, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი, გოჩა ახალკაციშვილი, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ლევან ნიჟარაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში შეიცვალა კაბინები, დიზაინი, მართვის კარადა, განახლდა უსაფრთხოების სისტემები, სამანქანო განყოფილებაში და შახტაში დამონტაჟდა სტაციონალური განათება, გამოიცვალა ყველა ბაგირი, ელ.სადენი და გამოძახების ღილაკები.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ გარდაბნისა და კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროექტი გასული წლის ნოემბერის თვეში დაიწყო და შემსრულებელმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ვადაზე ადრე დაასრულა.
ჯამში 21 ერთეული, მწყობრიდან გამოსული ლიფტი ჩანაცვლდა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ელექტრონული ლიფტებით, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 050 000 ლარი დაიხარჯა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა