|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნატორმა რეგიონში ბიუჯეტის შერულების საკითხი განიხილა

 იმერეთის გუბერნატორმა  რეგიონის მუნიციპალიტეტების მიმდინარე წლის პირველი ნახევრის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების საკითხი განიხილა.  სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტში გაიმართა. 

 იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ 2015-2017 წლის ქუთაისის მუნიციპალიტეტის სამოქმედო გეგმაში ცვლილებების შეტანის შესახებ ისაუბრა.

დღესვე, სხდომაზე ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული მომსახურების კანონსა და საარჩევნო კოდექსით გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

 საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე მხარის მუნიციპალიტეტების მიხედვით კულტურის სტრატეგიისა 2018 წლის მოკლევადიანი სამოქმედო გეგმებისა და ადგილობრივ ბიუჯეტში ამავე წელს გასათვალისწინებელი მუნიციპალური, რეგიონული და საქართველოს მასშტაბით ჩასატარებელი სპორტული ღონისძიებების შესახებაც იმსჯელეს.

შეხვედრაზე იმერეთის გუბერნატორმა რეგიონალური სამსახურების უფროსებისგან მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინა.

სხდომას გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მოადგილეები ესწრებოდნენ.

ავტორი: ნიუპრესი