ირაკლი მერკვილაძის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში 13 აპრილს დაიწყება
ქუთაისის #2 სამშობიარო სახლის დაკავებული დირექტორის საქმის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 13 აპრილს დაიწყება.
სააპელაციო სასამართლოში პირველი ინსტანციის განაჩენის ბათილად ცნობა დაცვის მხარემ მოითხოვს.
ბრალდებული ირაკლი მერკვილაძის ადვოკატებმა სააპელაციო სარჩელი ქუთაისის სასამართლოში ორი კვირის წინ შეიტანეს. ადვოკატის ალექსანდრე თათელიშვილის განცხადებით, დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას მოითხოვს, რომლითაც ირაკლი მერკვილაძეს თავისუფლების ორი წლით აღკვეთა მიესაჯა.
ირაკლი მერკვილაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 26 იანვარს დააკავეს. 2013 წელს გარდაცვლილი 22 წლის ვიოლეტა მატინოვას დედა ექიმ ირაკლი მერკვილაძეს უყურადღებობაში ადანაშაულებდა, რასაც მისი შვილის სიკვდილი მოყვა.
საქმე 116-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
სასამართლო პროცესი 5 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
დაკავებული ირაკლი მერკვილაძის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება
დაკავებული ირაკლი მერკვილაძის ადვოკატს სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ ჩაბარებია
ქუთაისელი ექიმი ირაკლი მერკვილაძე დააპატიმრეს
"სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ"-ირაკლი მერკვილაძის ადვოკატი
ირაკლი მერკვილაძის საქმის განხილვა, სავარაუდოდ, აპრილში განახლდება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი