ქუთაისის მერმა სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და ვიცე მერი გიორგი იობაშვილი მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდნენ და სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერეს.
მერიის ინფორმაციით, მოსახლეობა დაზიანებულ სანიაღვრე არხის შეკეთებას წლებია, ითხოვდა.
წვიმების დროს სანიაღვრე არხიდან წყალი გადმოდის, რის გამოც ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლები ეტბორებოდათ. გიორგი ჭიღვარიამ მოსახლეობას დაჰპირდა, რომ პრობლემა რამდენიმე კვირაში მთლიანად მოგვარდება.
სამუშაოებს ქუთაისის მერიის ააიპ „სპეციალური სერვისები“ ახორციელებს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა