„მხიარულ სტარტებში“ გამარჯვებული N40 საჯარო სკოლის გუნდი ქუთაისის მერიაში მიიღეს
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის გამარჯვებული „მხიარულ სტარტებში“ N40 საჯარო სკოლის გუნდი ქუთაისის თვითმმართველობაში მიიღეს.
საქართველოს ჩემპიონ გუნდს ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია და ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის მოადგილე ზაზა გულბიანი შეხვდნენ. სკოლას სამადლობელი სიგელი და საჩუქრები გადაეცა.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, ქუთაისის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით ყოველწლიურად ეწყობა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 61.11%
არა - 38.89%
არ ვიცი - 0%
სულ - 18 ხმა