ქალაქის მერიაში ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება შეიქმნა
ქუთაისი 2020 წელს ბავშვზე მორგებული ქალაქების შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივას შეუერთდა, რის საფუძველზეც ქალაქის მერიაში ახალი სტრუქტურა - ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება შეიქმნა. დღეს UNICEF-ის წარმომადგენლებმა ამ განყოფილებას კომპიუტერული ტექნიკა გადასცეს.
საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ღასან ხალილს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე შეხვდნენ.
ცნობისთვის, ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ახალი განყოფილება სოციალურ სამსახურში შედის, ის 2020 წლის სექტემბერში შეიქმნა, მასში 13 ადამიანი არის დასაქმებული; მათ შორის არიან სოციალური მუშაკები, 1 იურისტი, 2 ინსპექტრი, 2 ექიმი და 2 ბავშვთა ფსიქოლოგი. განყოფილებას მაია კილაძე ხელმძღვანელობს.
ავტორი: ნიუპრესი