ქუთაისის მერია რეგიონული განვითარების ფონდიდან 38 200 000 ლარს ითხოვს
ქუთაისის საკრებულომ ერთხმად დაუჭირა მხარი რეგიონული განვითარების ფონდისათვის წარსადგენ პროექტთა სიას. საკითხი სხდომაზე ქუთაისის ვიცე-მერმა კონსტანტინე ქავთარაძემ წარადგინა. მისი განცხადებით, ამ დროისთვის მომზადებულ პროექტთა ნუსხაში 90 ობიექტი შედის, რაც ძირითადად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გულისხმობს.
ვიცე-მერმა ასევე აღნიშნა, რომ ობიექტთა რაოდენობა გაიზრდება. ამ დროსითვის კი 90 ობიექტისათის ქუთაისის მერია რეგიონული განვითარების ფონდიდან 38 200 000 ლარს ითხოვს.
რაც შეეხება ადგილობრივ ბიუჯეტს, საკრებულოს განსახილველად 15 ნოემბერს წარედგინება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 61.11%
არა - 38.89%
არ ვიცი - 0%
სულ - 18 ხმა