|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია კვებითი მომსახურეობისთვის 43 500 ლარს გადაიხდის

ქუთაისის ბიუჯეტიდან ქალაქის მერიაში  მობრძანებული სტუმრების კვებითი მომსახურეობისთვის 2017  წლის იანვარ- თებერვალში 43 500 ლარი გამოიყო. ამის შესახებ ინფორმაცია "ნიუპრესმა" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე მოიძია.

სტუმრების კვებითი მომსახურეობისთვის  მერია შპს „პალატს“ 7 500 ლარს  გადაურიცხავს.  მსგავსი მომსახურეობისთვის 1 500 ლარს შპს „ლეიქსაიდს“ გადაურიცხავს,  2 000 ლარს - შპს “ამირანს“,  ინდ. მეწარმე გიორგი მაჩიტიძეს - 7 000 ლარს, შპს „ტაო 2011“ -ს - 2 000 ლარს, ხოლო შპს „ქუთაისს“  - 15 000 ლარს.

 ინდ. ნინო ჩხეტიას  მერიაში მობრძანებული სტუმრების კვებითი მომსახურეობისთვის 2017 წლის 6 თებერვალს, 1000 ლარი გადაურიცხეს. გარდა ამისა,  ნინო ჩხეტიას ასევე ერთწლიანი მომსახურეობისთვის 2017 წლის 3 თებერვალს 7 500 ლარი ჩაერიცხა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით  ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ  ინდ. მეწარმეს  გასული წლის დავალიანება 2017 წლის ბიუჯეტიდან გადაურიცხეს, ხოლო მეორე ჩარიცხვა ამ წლის მომსახურეობისთვის არის განკუთვნილი.

 „კულტურის სამსახურის ღონისძიებებისთვის  "პიკნიკმა“ ალა ფურშეტის მოსახურეობა გასულ წელს განახორციელა. შარშანდელი ვალდებულება კი,  წელს გადმოვიდა და 2017 წლის ბიუჯეტით იქნა გასტუმრებული“,- განაცხადეს მერიაში.

კონსოლიდირებული დოკუმენტაცით ირკვევა, რომ აღნიშნულ პიროვნებას ქუთაისის მერიამ 2016 წელს 6 000 ლარი გადაურიცხა.

როგორც მერიაში განმარტავენ,  ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მომსახურება კომპანიებმა ერთი წლის განმავლობაში უნდა განახორციელონ, რის შემდეგაც მოხდება მათთვის თანხის გადარიცხვა.

რაც შეეხება სარესტორნე მომსახურებას, ამისათვის ქუთაისის მერიამ გასულ წელს 138 ლარი გახარჯა.

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი