|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმა განიხილეს

ქუთაისის მერიაში ნარჩენების მართვის ეროვნული გეგმის ფარგლებში სტრატეგიული მიმართულებები განიხილეს.

მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთ წლიანი სამოქმედო გეგმა დღეს, მერიის დასუფთავების განყოფილებამ და ააიპ ,,სპეციალურმა სერვისებმა" სამეცნიერო კავშირ „სპექტრთან“ ერთად წარმოადგინა.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ხუთწლიანი გეგმის ფარგლებში, რომელიც 2018-2022 წლებზეა გათვლილი, ძირითადი ღონისძიებები ნარჩენების შემცირებასა და პრევენციაზეა გათვლილი.

გეგმის სტრუქტურა სტრატეგიული დაგეგმარების პრინციპებს ემყარება და მასში ყველა აქტივობაა გაწერილი. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის  „სპექტრი“ ხელმძღვანელმა, ქეთევან ცხაკაიამ განაცხადა,  ქუთაისის მუნიციპალიტეტი ეროვნულ სტრატეგიაში დასახულ ყველა ამოცანას გაართმევს თავს.

გეგმა ნარჩენების - პლასტმასის, მინისა და ქაღალდის სეპარირებას გულისხმობს.

ავტორი: ნიუპრესი