|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერმა წერეთლის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა. შოთა მურღულია სტუდენტებს უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში შეხვდა და მართვის მენეჯმენტსა და ფინანსების ეფექტური ხარჯვის საკითხებზე ესაუბრა. საჯარო ლექცია ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტების მიერ იყო ორგანიზებული.

ლექციის დასრულების შემდეგ ქუთაისის მერმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

"პირველად არ ვხვდები ქუთაისელ სტუდენტებს და ძალიან მახარებს ყველა მოპატიჟება, მით უფრო როცა ეს ახალგაზრდების ინიციატივით ხდება. სტუდენტებს აქვთ დიდი ინტერესი უსმენდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც მათ ქალაქში გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან და ეს ძალიან კარგია. მათი ჩართულობა და აქტივობა ყველაზე დიდი შედეგის მომტანი იქნება ქუთაისის განვითარებისათვის"- განაცხადა შოთა მურღულიამ.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა