ქუთაისის საკრებულოსა და კლინიკა "ბომონდის" ინიციატივით საქველმოქმედო აქცია გაიმართა
ქუთაისის საკრებულოსა და კლინიკა "ბომონდის" ინიციატივით საქველმოქმედო აქცია გაიმართა. სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს სასურსათო ნობათი გადასცა და ბარბარობის დღესასწაული მიულოცა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შენგელიამ, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მამუკა რიჟამაძემ, კლინიკა "ბომონდის" ამბულატორიული სამსახურის ხელმძღვანელმა, მამია ყიფიანმა და საკრებულოს ყველა ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა.
"ბომონდის მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებში ვიმყოფებოდით. ჩვენი მიზანია ყოველთვის შევქმნათ ის განწყობა, რომელიც მათთვის გარკვეულ მხარდაჭერას ითვალისწინებს. მინდა მადლობა გადავუხადო კლინიკა ბომონდის ხელმძღვანელობას თანამშრომლობისთვის და იმ საქველმოქმედო აქციებისთვის, რომელსაც ის სისტემატიურად ახორციელებს. ცხადია, მსგავსი ტიპის, ერთობლივი აქციები მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შენგელიამ.
ავტორი: ნიუპრესი