|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 80-მდე იფანის ნერგი დარგეს

ქუთაისის მერიისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქუთაისში ხეების დარგვის აქცია გაიმართა. ჭავჭავაძის გამზირზე 80-მდე იფანის ნერგი ქუთაისის მერმა საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად დარგო.

აქციას თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაც შეუერთდა, რომლებიც ახალგაშენებული ნერგების მოვლა-პატრონობაზე თავად იზრუნებენ.

აქცია ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა, რომლის მიზანიც საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებაა.

ქუთაისის მერის თქმით, მსგავსი აქტივობები ადგილობრივ თვითმართველობას ქალაქის სხვა უბნებშიც აქვს დაგეგმილი

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა