|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება

ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური პროექტს "ეზოების კეთილმოწყობა" ახორციელებს, რომელიც თანადაფინანსების პრინციპით მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მერია თანხის 90%-ს, ხოლო მოსახლეობა 10%-ს ხარჯავს.“. პროექტით მიმდინარე წელს 160 ეზოს კეთილმოწყობა იგეგმება. აქედან 107- ეზო უკვე დასრულებულია.

ქალაქის მერმა დღეს ბუკის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "მიმდემი"აწარმოებს.

" სერიოზული ტემპი გვაქვს , ამ ეტაპისთვის უკვე 107 ეზო გაკეთდა და დაახლოებით თვენახევარში სრულად იქნება სამუშაოები ამ მიმართულებით შესრულებული . ჩვენთვის ასევე მთავარია ხარისხი, ამიტომ მონიტორინგს ვუწევთ ყველა პროექტს. "- აღნიშნა შოთა მურღულიამ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი