ქუთაისში სკეიტ პარკის პროექტირების ტენდერი მეორედ ჩავარდა
ქუთაისში სკეიტ პარკის პროექტირებისათვის ტენდერი მეორედ ჩავარდა. თვითმმარველობამ განმეორებითი ტენდერი მარტის დასაწყისში გამოაცხადა და წინადადების მიღება 29 მარტს დასრულდა.
ტენდერის მიხედვით, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში „სკეიტ პარკი“ და „კლდედრომი“ დაპროექტება უნდა მომხდარიყო. დასაპროექტებელი ობიექტის ფართობია 2000 მ². პირველ ჯერზე ჩავარდნილი ტენდერის გამო მერიამ პროექტის თანხა რვა ათას ლარამდე გაზარდა. მიუხედავად თანხის გაზრდისა, პროექტით არავინ დაინტერესებულა.
სკეიტ პარკის მოწყობას ქუთაისელი ახალგაზრდები რამდენიმე წელია, ითხოვდნენ. წელს მათ ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია შეხვდა და პარკის მოწყობას დაპირდა. მერის განცხადებით, სკეიტ პარკი წელს აუცილებლად მოეწყობა.
ქუთაისში სკეიტ პარკის პროექტირებისათვის ტენდერი განმეორებით გამოცხადდა
„მზად ვართ, გამოვყოთ ადგილი სკეიტ პარკის მოსაწყობად"
"ქუთაისში "სკეიტ პარკის" მშენებლობას უცხოელი ბიზნესმენი დააფინანსებს"
ქუთაისში სკეიტ პარკის მოსაწყობად ადგილი შერჩეულია
ქუთაისში სკეიტ პარკის მოწყობის მოთხოვნით აქცია გაიმართება
სკეიტ პარკის მოთხოვნით ქუთაისში აქცია გაიმართა
მერიაში გვითხრეს, „ორმაისობის“ ბიუჯეტი შემცირდა და პროექტს ვერ დავაფინანსებთო"
ავტორი: ნიუპრესი