|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა შემთხვევაშია შესაძლებელი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა?

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის კრიტიკული აუცილებლობა არსებობს -  ამის შესახებ "ნიუპრესთან" საუბარში  "საიას" იურისტი დარინა სალდაძე განმარტავს.

კანონის თანახმად, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზეზი უნდა არსებობდეს. 

მისივე თქმით, ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის უფლების დარღვევის ფაქტები სამართლებრივი რეაგირების გარეშე რჩება. 

"ჩვენს ქვეყანაში არსებული ფაქტები ადასტურებს, რომ პრაქტიკაში სრულყოფილად არ ხორციელდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზაცია. კანონის განმარტებით, გამოხატვის თავისუფლება ეს არ არის აბსოლუტური უფლება, თუმცა მისი შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. უნდა არსებობდეს ამის კრიტიკული აუცილებლობა, ჩარევა უნდა იყოს არადისკრიმინაციული და პოლიტიკურად ნეიტრალური", - განმარტავს დარინა სალდაძე.

შეგახსებებთ, ბოლო ორი თვის განმავლობაში ქუთაისში გამოხატვის თავისუფლება სხვადასხვა მიზეზით არაერთხელ შეიზღუდა. 

ქუთაისში ოპოზიციის წარმომადგენლებს აქცია-პერფორმანსის ჩატარების უფლება არ მისცეს

"არის მცდელობა, დამაშინონ და ხელი ამაღებინონ პერფორმანსების კეთებაზე"

“ხუთ სანტიმეტრ თოვლზე ქალაქი პარალიზებული იყოს, ეს არის კატასტროფა"-გოგი წულაია [VIDEO]

"ბიძინას სათამაშოების" ბუჩქებზე დაკიდების გამო სასამართლომ "გაბედეს" წევრს 1000 ლარის გადახდა დააკისრა

"ხის მოჭრა 500 ლარი, ბუჩქის მორთვა 1000 ლარი"- აქცია-პერფორმანსი ქუთაისში

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა