მეცნიერებმა დიაბეტის გამომწევი მიზეზი დაადგინეს – დაავადება შესაძლოა განკურდებადი გახდეს
მსოფლიო გამოცემა ,,ტელეგრაფი'-ს ცნობით, პოტენციური მედიკამენტები გამოსაცდელად მომდევნო ორ წელში იქნება.
მანჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჰორმონი ამილინი შესაძლოა შეჯგუფდეს, რაც უჯრედებში ინსულინის წარმოებას აჩერებს. ამ აღმოჩენის შედეგად დიაბეტი შესაძლოა განკურნებადი გახდეს.
მათ ასევე დაადგინეს, რომ ორივე სახის დიაბეტის გამომწვევი მიზეზი ერთი და იგივე მექანიზმია.
კვლევებმა დაადგინა, რომ ორივე ფორმა ჩნდება მაშინ, როდესაც ჰორმონი ამილინი იწყებს შერწყმას და უჯრედებზე გარშემორტყმას, რაც აღკვეთს ორგანიზმში ინსულინის წარმოებას.
ინსულინი მნიშვნელოვანია შაქრის გადასატანად, სისხლის ნაკადიდან კუნთებში და ცხიმოვან ქსოვილებში, რომ უზრუნველყოს ენერგია.
მაგრამ, ორგანიზმში ძალიან მცირე ინსულინი, სახიფათოა, რადგან შესაძლოა ის სისხლში გამყარდეს და გამოიწვიოს გულის, თირკმელების, თვალებისა და ნერვების დაზიანება.
ახალი აღმოჩენები იძლევა შესაძლებლბოას, რომ შეიქმნას ისეთი მედიკამენტები, რომელსაც შეუძლია ამილინი საწყის მდგომარეობაში გაამყაროს ან არსებული ჯგუფები დაშალოს.
ბრიტანეთში დიაბეტით, 3 მილიონზე მეტი ადამიანი არის დაავადებული, რაც 2025 წლისათვის მოსალოდნელია, რომ 5 მილიონამდე გაიზარდოს.
დაავადებულთა უმრავლესობას – 85%–ს, აქვს მეორე სახის დიაბეტი, რომელიც დაკავშირებულია სიმსუქნესთან, მკაცრ დიეტასთან და არააქტიურ ცხოვრებასთან.
ყოველწლიურად 70,000 ადამიანზე მეტი ადამიანი სწორედ ამ მიზეზის გამო იღუპება – ანუ ყოველი დაავადებული 7 ადამიანიდან ერთი.
პანკრეასი აწარმოებს ორივეს – ინსულინსაც და ამილინსაც, რომელიც როგორც წესი, მუშაობს ერთდროულად, რომ დაარეგულიროს სხეულის რეაგირება საკვებზე.
თუმცა, გამომუშავებული ამილინი პანკრეასში შესაძლოა იყოს დეპონირებული უჯრედების გარშემო, როგორც ტოქსიკური უჯრედების ჯგუფი, რომელიც თავის მხრივ, შემდგომ ანადგურებს იმ უჯრედებს, რომელიც გამოყოფს ინსულინს. უჯრედის სიკვდილის შედეგად კი ჩნდება დიაბეტი.
წინა კვლევებმა აჩვენეს, რომ ეს მეორე სახის დიაბეტს იწვევდა. მაგრამ ახლა, მეცნიერებს სჯერათ, რომ ამან შესაძლოა ახსნას პირველი სახის დიაბეტიც, რომელიც ბავშვობის ასაკიდანვე ჩნდება.
მეცნიერთა გუნდი იმედოვნებს, რომ მომდევნო ორ წელში კლინიკებში გამოსაცდელად მზად იქნება პოტენციური მედიკამენტები. მედიკამენტები კი გამოცდილი იქნება ორივე სახის დიაბეტით დაავადებულ პაციენტებზე.
კლინიკური ცდების ჩატარება მკვლევართა ჯგუფთან ერთად, ინგლისსა და შოტლანდიაში იგეგმება.
დიაბეტით დაავადებულთა დასახმარებლად შექმნილი საქველმოქმედო ორგანიზაციები ხალხს მოუწოდებენ, რომ უმჯობესია შეინარჩუნონ ჯანმრთელი ცხოვრების წესი, რომ თავიდან აიცილონ მეორე სახის დაავადება, ვიდრე წამლის მოლოდინში იყვნენ.
დიაბეტის დაავადების მკვლევარის, ბრიტანელი ექიმის, ალასდეირ რანკინის თქმით, წლების განმავლობაში შეისწავლებოდა ამილინი, დიაბეტის დაავადებაში. „ორივე სახის დიაბეტი ძალიან განსხვავებული მიმართულებებია, ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით, რა იწვევს პირველი სახის დიაბეტს, ამის უამრავი მიზეზი შეიძლება იყოს, მათ შორის ერთ–ერთი ამილინია“, - აცხადებს რანკინი.
მისივე თქმით, მეორე სახის დიაბეტის გაჩენის მრავალი რისკ–ფაქტორი არსებობს, ეროვნების, ასაკის, ოჯახის, ისტორიისა და ჭარბი წონის ჩათვლით. ამიტომ, იქამდე, ვიდრე არ არსებობს გამოსავალი, რომ ეს რისკები შემცირდეს პირველი სახის დიაბეტში, უპრიანი იქნება შევამციროთ რისკები მეორე სახის დიაბეტში – შევინარჩუნოთ ჯანმრთელი წონა, ჯანმრთელი, დაბალანსებული დიეტით და აქტიური ცხოვრებით.
commersant.ge
ავტორი: ნიუპრესი