ექიმებმა 82 წლის ქალის მუცელში 40 წლის ბავშვი აღმოაჩინეს
კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტის ექიმები შოკში ჩავარდნენ, როდესაც აღმოაჩინეს რომ 82 წლის პაციენტი, 40 წლის ნაყოფს მუცლით ატარებდა.
ქალაქ ბოგოტას ერთ-ერთ საავადმყოფოს, 82 წლის ქალბატონმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიაკითხა: მას აწუხებდა მუცლის შებერილობა, ტკივილი, გულისრევა და დიარეა. აღნიშნულ სიმპტომებზე დაყრდნობით სპაციალისტებმა გასტროენტერიტის დიაგნოზი დასვეს - მუცლის ღრუსა და ნაწლავების ლორწოვანი გარსის ანთება და დაუნიშნეს შესაბამისი მკურნალობა.
იმის გამო, რომ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო, ექიმები იძულებულები გახდნენ სხვა გამოკვლევები ჩაეტარებინათ. მათ გაოცებას საზღვარი არ ქონდა, როცა სურათზე უზარმაზარი სიმსივნე დაინახეს, რომელიც ბოლოს მკვდარი ნაყოფი აღმოჩნდა.
ამჟამად 82 წლის პაციენტი გადაყვანილია სხვა საავადმყოფოში, სადაც მას ოპერაციას გაუკეთებენ და 40 წლის ნაყოფს ამოუღებენ.
მომზადებულია fedpost.ru-ს მიხედვით
წყარო: "info9"
ავტორი: ნიუპრესი