|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თვითონ არ მენდობიან და მე როგორ ვენდო?"-ფლამინგოს" მფლობელი

"თვითონ არ მენდობიან და მე როგორ ვენდო?"-ასე პასუხობს ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლებს კაფე "ფლამინგოს"  მფლობელი კახა მეფარიშვილი.

"ნიუპრესთან" საუბარში განმარტა, რომ მოსახლეობა ცელქი ბავშვივით იქცევა, რომელსაც პროტესტი გადის.

"ცელქი ბავშვიცით იქცევიან, რომელსაც პროტესტი გადის და აპროტესტებს ყველაფერს. მათ მერიამ მემორანდუმი შესთავაზა, მაგრამ არ თანხმდებიან, რადგან პირადი ინტერესი აქვთ. თუ მერიის შეთავაზებას დათანხმდებიან, მაშინ თავადაც ვერ გამოიყენებენ ამ ადგილს და სკვერის მოსაწყობად მოუწევთ თავიანთი ფარეხების დანგრევა, რომელიც აქვთ აშენებული ე.წ. სკვერში. ესაა მათი მიზეზი, თორემ ჩემზე მეტად უყვართ ქუთაისი, რაიმე ცუდი რომ იყოს გავაკეთებდი, როგორ მეჯიბრებიან ქუთაისის სიყვარულში ერთი და ორი წლის ჩამოსულები?"-განაცხადა კახა მეფარიშვილმა.

მისივე თქმით, მოსახლეობის მოთხოვნა ადგილზე აღნაგობის უფლების მოხსნასთან დაკავშირებით,  მისთვის მიუღებელია.

 "თვითონ არ მენდობიან  და მე როგორ ვენდო, ხომ მიიღეს პირობა, რომ არაფერი აშენდება, რატომ არ ჯერათ? იმიტომ, რომ თვითონ უნდათ ადგილი, რასაც მემორანდუმით ვერ გამოიყენებენ, რაც ასე მარტივიც არაა", -განაცხადა მეფარიშვილმა.

მეფარიშვლის თქმით, მიიღო შემოთავაზება ადგილმონაცვლეობაზე, მაგრამ ჯერ მისთვის მისაღები ადგილი ვერ მოძებნა.

შეგახსნებთ, რომ ბუხაიძის ქუჩაზე კაფეს მშენებლობას ხმაური მოყვა, მოქალაქეები მათ ტერიორიაზე მშენებლობას არ თანხმდებიან.

 

 ამ თემაზე: 

"ქალაქის ხელმძღვანელობა მაიძულებს ადგილის დატოვებას"-"ფლამინგო'" ბუხაიძეზე გადადის

ხელშეკრულება შეჩერებულმა მეიჯარემ ტერიტორია თურქ ინვესტორზე გაასხვისა?

ქუთაისში, სადავო ტერიტორიაზე ახალი ინვესტორი გამოჩნდა

პრივილეგირებული მდგომარეობა კინოთეატრის სახელით

შეცდომა დავუშვით, მოსახლეობას რომ არ დაველაპარაკეთ - შოთა მურღულია

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა