|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვიტოვებთ საფუძვლიან ეჭვს, რომ ქალაქის მერი ცრუობდა" -გიგა შუშანია

"ვიტოვებთ საფუძვლიან ეჭვს, რომ ქალაქის მერი მაშინ ცრუობდა, როდესაც ამბობდა, რომ ექსპეტიზის დასკვნა სამართალდამცავ ორგანოს გადაეგზავნა"- აცხადებს  ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია. 

დეპუტატის  თქმით, სოციალური საცხოვრის საკითხთან დაკავშირებით არის პასუხგაუცემელი კითხვები, მათ შორის მერია არ პასუხობს მათ მიერ ოფიციალურად დასმულ კითხვას, თუ რომელ უწყებას გადაეგზავნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნა. 

"როგორც იქნა, ქუთაისის მერიისაგან მივიღეთ სოციალური საცხოვრისის შესახებ სამხარაულის ექსპეტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნა,  მაგრამ ჩვენი მოთხოვის მიუხედავად,  ვერ მივიღეთ იმ  წერილის ასლი, რომლითაც ეს დასკვნა გადაეგზავნა სამართალდამცავ ორგანოებს, ასევე არ მიგვიღია კითხვაზე პასუხი, თუ რომელ სამართალდამცავ ორგანოს გადაეგზავნა დასკვნა. ვიტოვებთ საფუძვლიან ეჭვს, რომ ეს დასკვნა არ გადაგზავნილა არც ერთ უწყებაში და ქალაქის მერი მაშინ ცრუობდა, როდესაც ამბობდა, რომ ეს დასკვნა სამართალდამცავ ორგანოს გადაეგზავნა"-აცხადებს გიგა შუშანია.

 მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს იმას, რომ 2 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან გაიფლანგა  და გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე  კონკრეტულმა ადამიანებმა იხეირეს და შენობა, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაიხსნა, ინგრევა და იქ ცხოვრება არ არის უსაფრთხო.

შუშანია ასევე აღნიშნავს -"რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქალაქ ქუთაისის მერიას ექსპერტიზისათვის არ მიუმართავს კთხვით, არის თუ არა  დღეს უსაფრთხო ცხოვრება ამ შენობაში, რომელიც ინგრევა ყოველდღიურად.  შესაბამისად ექსპერტიზის დასკვნა ამ კითხვაზე პასუხს არ ცემს"- აცხადებს გიგა შუშანია. 

რაც შეეხება, ქუთაისის ვიცე მერის იუზა უგლავას გუშინდელ განცხადებას, დასკვნის ანტიკორუფციული სააგენტოსათვის გადაცემის შესახებ, შუშანია აცხადებს, ასეთ ზეპირ განცხადებას ისმენენ, თუმცა წერილობით დასმულ კითხვაზე მერიისგან  პასუხი ვერ მიიღეს. 

 

 

 

"გვითხრეს, რომ საქმე სასამართლოს გადაეცემა"- სოციალური საცხოვრისის ბინადრები

"ექსპეტიზის დასკვნა 20 წლის წინ გაუქმებული ნორმებითაა შედგენილი"-შოთა მურღულია

ქუთაისის მერიამ სოციალური საცხოვრისის შესახებ სამხარაულის დასკვნის ნაწილი გამოაქვეყნა

"არ ვიცი, ალბათ, მერს ეცოდინება"-ქუთაისის ვიცე მერი ვერ აკონკრეტებს, რომელ უწყებას გადაეცა დასკვნა

"ექსპერტიზის დასკვნა ან არ არსებობს, არ რაღაც დასამალი არის მასში"-გიგა შუშანია

სად შეგვიშვით?- ქუთაისის მერიაში საცხოვრისის ბინადრებთან შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს [VIDEO]

სოციალური საცხოვრისის ბინადარები ალტერნატიულ ფართში გადაყვანას მოითხოვენ [VIDEO]

სოციალური საცხოვრისის შესახებ დასკვნა სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა

ქუთაისში, სოციალურ საცხოვრისში ჭერი მესამედ ჩამოინგრა

ქუთაისში სოციალური საცხოვრისი ნიკეას ქუჩაზე მოეწყობა

 

ავტორი: ირინა მაკარიძე