გამწვანების აქციაში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი ჩაერთო
21 მარტს, ტყეების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კრწანისის ტყე-პარკში ხეების დარგვისა და დასუფთავების აქცია გაიმართა. გამწვანების აქციაში, გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე-ნინო თანდილაშვილთან და ავსტრიის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელ ალექსანდერ კარნერთან ერთად, ტრადიციულად ჩაერთო გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ორგანიზაცია CENN-ის და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით და ორგანიზებით
ხეების დარგვისა და დასუფთავების პარალელურად, ველური ბუნების სააგენტოს მიერ ტყეპარკში არსებულ ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებით საინფორმაციო ტური მოეწყო.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.07%
გაუარესდა - 54.07%
არ შეცვლილა - 11.85%
სულ - 135 ხმა

%20(1).jpg)

14:14
13:03
11:08
11:06
17:36












